გაცნობებთ, რომ "საქართველოს ბანკში" 23:00 საათიდან 10:00 საათამდე დღის დახურვის გამო  შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება გადახდის აპარატებიდან და ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან, ასევე ლარის გადარიცხვა.

ასევე, "თიბისი" ბანკში 23:00 საათიდან 00:30 საათამდე დღის დახურვის გამო შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება თიბისი ფეიდან, ასევე ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან და ლარის გადარიცხვა.

შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება

თუ თქვენ შეცდომით ჩარიცხეთ თანხა სხვა მომხმარებლის საფულეში, ამ შემთხვევაში კოინმანიას შეუძლია იშუამდგომლოს მიმღებთან თანხის დასაბრუნებლად.
 
გამოაგზავნეთ ელ. წერილი მისამართზე [email protected]
წერილში უნდა ჩანდეს შეცდომით ჩარიცხული თანხის ოდენობა, სასურველი მიმღების ელ. ფოსტა ან კოდი, რეალური მიმღების ელ. ფოსტა ან კოდი.
წერილს თან უნდა ერთვოდეს ჩარიცხვის ქვითარი.
 
ჩვენ მივმართავთ თანხის მიმღებს თხოვნით, დააბრუნოს არასწორად ჩარიცხული თანხა. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ თანხას დავუბრუნებთ თანხის გამომგზავნს.

თუ მიმღები უარს განაცხადებს თანხის დაბრუნებაზე, თანხის გამგზავნს უფლება ექნება იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ 7 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა მიმღებთან დაკავშირება, ჩვენ შევწყვეტთ დაკავშირების მცდელობას.
 

მუშა

სანდო

მოხერხებული


❤️ თბილისიდან
შპს კოინმანია
საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166